საიტის საერთო წესები !!!
საიტის მოხმარებამდე გაეცანით წესებს. წესების დარღვევა სასტიკად აკრძალულია, წესების დამღვევის წინააღმდეგ ჩატარდება სადამსჯელო ოპერაციები.
მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებელო, თქვენ ეხლა იმყოფებით საიტის რეგისტრაციის წინა მდებარე წესებზე. თუ თქვენ გსურთ რომ გახდეთ ჩვენი პორტალის სრულფასოვანი წევრი მაშინ დააწექით ღილაკს "ვეთანხმები", მაგრამ ამ ღილაკზე დაჭერა ავტომატურად გხდით ვალდებულს რომ რეგისტრაციის შემდეგ საიტზე დაემორჩილოთ და იხელმძღვანელოთ საიტის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი წესებით. თუ რომელიმე წესი არ გაკმაყოფილებთ, ადმინისტრაცია აძლებს მომხმარებელს საშუალებას მოგვწეროთ ამ წესის შესახებ, რომ გსურთ ამოღება და რა თქმა უნდა თქვენ უნდა გქონდეთ დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ არის ესა თუ ის წესი თქვენთვის მიუღებელი. საიტის წესების არ დამორჩილებაში მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება იმის მიხედვით თუ რა წეს დაარღვევს და რა დოზით. კეთილი სურვილებით Geweb.ucoz.com-ს ადმინისტრაცია...
საიტის წესები და ვალდებულებები:
1) რეგისტრაციის პროცესი: რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის შემდგომაც თქვენ გახდებით ჩვენი პორტალის სრუფასოვანი წევრი და გექნებათ თითქმის იგივე უფლებები რაც სხვა დანარჩენს, მაგრამ სანამ გაივლით რეგისტრაციას, დაფიქრდით თანახმა ხართ თუ არა დაემორჩილოთ ჩვენს წესებს, იმიტომ რომ რაიმე არასწორე მოქმედების შემთხვევაში ანგარიში დაგებლოკებათ. ახლა კონკრეტულად რაც შეეხება რეგისტრაციას. ამ პროცესის დროს თქვენ ქმნით ანგარიშს საიტზე და თქვენს სახეს რომლითაც იმოღვაწევებთ, ამიტომ შევსებისას დაუკვირდით რას ჩაწერთ მოცემულ ველებში, იმიტომ რომ ყველა პროცესი მნიშვნელოვანია. მომხმარებლის ნიკი არ უნდა შედგებოდეს უცენზურო სიტყვებისაგან და არ უნდა იყოს ძალიან გადაჭედილი. პაროლი თქვენზე არის დამოკიდებული რასაც ჩაწერთ, ადმინისტრაციას არ აქვს უფლება თქვენს დაუკითხავად შეეხოს მას. ელექტრონული ფოსტის შევსებისას გთხოვთ რომ შეიყვანოთ თქვენი რეალური ფოსტა, რადგან საიტზე მომხდარი ახალი ამბები გამოიგზავნება მისი საშუალებით. ამ სამი მნიშვნელოვანი პროცესის მერე არის უფრო უმნიშვნელო ველები შესავსები: მომხმარებლის სრულს სახელში შეიყვანეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი. ავატარი არის სურათი რომელიწ წარმოაჩენს თქვენს სახელს, ადმინისტრაციის თხოვნაა რომ ანგარიშის შექმნისას ავატარიც ჩაურთოთ, ავატარი არ უნდა შეიცავდეს სხვა საიტის მისამართს და უცენზურო შინაარსი არ უნდა ჰქოდეს. ასევე იგივე პრინციპები მოქმედებს თქვენს ხელმოწერაზე რაც ავატარზე. ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში ჩვენს საიტზე...
2) მომხმარებლის წესები: თუ თქვენ უკვე ხართ მომხმარებელი ეს იმას ნიშნავს რომ გაიარეთ რეგისტრაცია და დაეთანხმეთ საიტის წესებს. მომხმარებელსაც აქვს საიტზე მოქცების წესები. მომხმარებელს შეუძლია განათავსოს კომენტარები სხვა და სხვა მასალებზე, განათავსოს საკუთარი ფაილები, გააგზავნის პირადი შეტყობინებები და ა.შ. მაგრამ უნდა დაიცვას შემდეგი წესები. საიტის არ უნდა დაემსგავსოს "სანაგვეს" ამიტომ მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი უცენზურო სიტყვებისგან, ეს არის მთავარი ჩვენს საიტზე. რადგან პირველი მტერი საიტის არის სწორედ ეს რომ მოხმარებლები არ აკონტროლებენ თავს და საიტი ემსგავსება სანაგვეს, შემდეგ: თუ მომხმარებელს სურს რომ საკურთარი ფაილები გაუზიაროს სხვებს, აუცილებლად უნდა იცოდეს მან სიახლის დამატების წესები, რომლის მისამართიც საიტის ნავიგაციაში მდებარეობს. მომხმარებელმა არ უნდა დასცინოს სხვას, ანუ თუ სხვაზე მეტი იცის ამით არ უნდა ისარგებლოს. ერთმანეთის პატივისცემა უნდა იყოს ჩვენს საიტზე, თუ მაინც რამე უთანხმოება იქნება, პირად წერილებში გაგრძელდეს საუბარი. ადმინისტრაციას არ აქვს უფლება პირად წერილებში ჩახედვის. კიდევ ერთი რამ, საიტი გაძლევთ საშუალებას რომ წეროთ ქართულ ენაზე და ამ რიგათ საიტზე ყველაფერი უნდა იყოს დაწერილი ქართული ასოებით გარდა დასახელებებისა. ეს არის ძირითადი მომხმარებლის წესები, რომლის მიხედვითაც მოძრაობს როგორც ადმინისტრაცია, ისე თიტოეული მომხმარებელი...
3) სტატუსომანია: ქართულ ვებ სამყაროში ასეთი რამ არის გავრცელებული, რომ მომხმარებლები მოურიდებლად უკავშირდებიან ადმინისტრაციას და აწუხებენ მათ სტატუსის გულიზე. ამ რიგათ ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ რომ შეგატყობინოთ ამ ქცევის აკრძალვისკენ. ჩვენ პირობას ვდებთ რომ არ ვართ ისეთი ხალხი ადმინისტრაციაში ვიასც არ შეუძლია დაინახოს თუ როგორ და რა გულით მუშაობს და წვალობს მომხმარებელი საიტის კეთილდღეობისათვის, ადმინისტრაცია ამას დააფასებს და შესაბამის სტატუს მიაკუთვნებს მომხმარებელს, ხოლო ვინც დაგვეკონტაქტება თავისი ნებით სტატუსის მოსათხოვნად, მისი ანგარიში დაიბლოკება 2-დან 5 დღემდე ვადით. იმედია ყველაფერი გასაგებად დაიწერა, იშრომებთ საიტისთვის და ადმინისტრაცია დაგიფასებთ...
4) ადმინისტრაცია: ჩვენ პირობას ვდებთ რომ ყოველ მომხმარებელთან ვიქნებით კორექტული და არაფერს არ ჩავიდენთ ისეთს რომ უსამართლობის გრძნობა ავღძრათ ვინმეში. მე იმედია მაქვს რომ საიტი იარსებებს დიდხანს და თავისი არსებობის მანძილზე შეასრულებს თავის დანიშნულებას და ამაში საიტის მომხმარებლებიც დამეხმარებიან პირნათლად. პირობას ვდებთ რომ ვიქნებით ობიექტურები, და ასევე არც თუ ისე ძალიან სერიოზულები, რადგანაც ზედმეტი სერიოზულობა დამღუპავია. გამხიარულების საშუალებაც იქნება საიტზე და კიდევ უამრავი სხვა პროექტი რომელიც წაახალისებს ქართველ ვებ მასტებს და მომავალ ვებმასტებს. მანამდე კი ერთი დიდი თხოვნა მაქვს, როცა გაივლით რეგისტრაციას ადმინისტრაციას და მომხმარებლებს შორის იყოს გულთბილი დამოკიდებულება და დაბანული მომხმარებლების ოდენობა 0-ს არ აცილებოდეს. ამით დასრულებულია საიტის ძირითადი წესები. კეთილი სურვილებით საიტის ადმინისტრაცია...